Friday, June 21, 2019


ქ.თბილისის 116-ე  საჯარო სკოლის
ინგლისური ენის მასწავლებლის
ეკა ნადარაიას




პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

“წერითი საშინაო დავალება”


2016-1017







                  შ ე ს ა ვ ა ლ ი



ყველა ქვეყნის სასწავლო სისტემაში საშინაო დავალება სწავლა-სწავლეების ერთ-ერთი შემადაგენელი ნაწილია, იქნება ეს წერილობით შესასრულებელი თუ ზეპირად სასწავლი.
ყურადღებას გავამახვილებ წერით დავალებაზე, რომელის არსიც მდგომარეობს შემდეგში: მოსწავლეები განიმტკიცებენ შეძენილ ცოდნას, ეჩვევიან დამოუკიდაბელ მუშაობას. საშინაო დავალება მოსწავლეებს უვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას, ასწავლის დროის მენეჯმენტს. საშინაო დავალება მოსწავლეებს ეძლევათ ახალი უნარის ან გარკვეული თემის უკეთ გასააზრებლად. რადგან დამახსოვრება-გააზრება და განმტკიცება გარკვეული დროის განმავლობაში მიმდინარე პრაქტიკას უკავშირდება, მისი შესრულება ვფიქრობ მეტად მნიშვნელოვანია. სავარჯიშოების მეშვეობით ცოდნის განმტკიცება საჭიროა, როგორც კლასში , ისე სახლში, რადგან პრაქტიკული სამუშაოს შესრულების დროს მოსწავლეები მასალას უკეთ იაზრებენ.







საკვლევი თემა: წერითი საშინაო დავალება

პრობლემის იდენტიფიცირება

ამ სასწავლო წელს ერთ-ერთ კლასში გამოიკვეთა პრობლემა, რომელიც მდგომარებს შემდაგში: მოსწავლეები სამუშაო რვეულში სისტემატურად არ ასრულებედნენ წერით საშინაო დავალებებს, რომელმაც განსაკუთრებით მე-2 სემესტრში სისტემატური სახე მიიღო. ჩემი პირველი რეაქცია ამასთან დაკავშირებით იყო ის, რომ განმსაზღვრელი შეფასებისას მოსწავლეებს ვაკლებდი ქულებს, განკუთვნილს წერითი დავალებისთვის, მაგრამ ამან დიდად შედეგი არ გამოიღო. ჩემი მთავარი მიზანი არ იყო, მათთვის დაბალი ქულების დაწერა, არამედ მინდოდა პრობლემის მოგვარება, რადგან ვთვლი, რომ ახალი ცოდნის განმტკიცების და გათავისებისთვის აუცილებელია და სასარგებლო, სამუშაო რვეულში სავარჯიშოების შესრულება, იძულებული გავხდი საშინაო დავალებად მიცემულ სავარჯიშოებზე კლასში გვემუშავა. დროის ნაკლებობის გამო ვეღარ ვახერხებდი ყველა სხვა აქტივობის განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობდა მათი სხვა უნარების განვითარებას. აშკარა იყო, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა.
პირველი რაც გავაკეთე, ვესაუბრე კოლეგებს ამ პრობლემის შესახებ. მაინტერესებდა მათაც თუ ჰქონდათ იგივე პრობლემა თავიანთ კლასებში. გავარკვიე, რომ ზოგ მათგანსაც ჰქონდა იგივე პრობლემა, განსაკუთრებით, მაღალ კლასებში. ზოგი არ მუშაობდა სამუშაო რვეულში სახელმძღვანელო წიგნთან ერთად, ჯერ დაასრულებდა სახელმძღვანელოს და მერე აპირებდა სამუშაო რვეულის გავლას, გამეორების მიზნით.
ამის შემდეგ გადავწყვიტე, ჩამეტარებინა კვლევა და დამედგინა, ამ კლასში რა იყო დავალებების სისტემატურად არ შესრულების მიზეზი. 

საკვლევი საკითხი: სამუშაო რვეულში წერითი დავალებების არ შესრულება.

კვლევის მიზანი:  მოსწავლეების მიერ წერითი სამუშაოების სისტემატურად არ შესრულების მიზეზების დადგენა, შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება.



სამიზნე ჯგუფი: მე-10 კლასი.

საკვლევი კითხვები: არსებული კვლევა დავიწყე კითხვით, თუ როგორ მივაღწიო იმას, რომ მოსწავლეებმა სისტემატურად შეასრულონ წერითი დავალებები, რაც შემდგომ აისახება მათი სწავლის ხარისხზე. აღნიშნული პრობლემის მიზეზების დადგენაში დამეხმარა შემდეგ კითხვებზე პაასუხის გაცემა:
1. რა დამოკიდებულება აქვთ მოსწავლეებს ზოგადად საშინაო დავალებების მიმართ;
2. როგორი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები არ ასრულებენ წერით დავალებებს;
3. რამდენად შეესაბამება ჩემს მიერ მიცემული დავალებები მათ შესაძლებლობებს.

რა დამოკიდებულება აქვთ მოსწავლეებს საშინაო დავალების მიმართ?
იმისთვის, რომ გამერკვია მოსწავლეთა ზოგადი დამოკიდებულება საშინაო დავალების მიმართ, გამოვიყენე ისეთი ფართოდ გავრცელებული კვლევის მეთოდი, როგორიცაა ფოკუსჯგუფი. ეს ჯგუფური ინტერვიუს ერთ-ერთი ფორმაა. ინტერაქცია მიმდინარეობს ჯგუფის წევრებს შორის, რომელიც ხელს უწყობს მონაწილეთა შორის არაფორმალური გარემოს შექმნას, რათა საუბარი უფრო გულახდილად წარიმართოს. ფოკუსჯგუფი ეკონომიურია დროის თვალსაზრისითაც - მოკლე პერიოდში შესაძლებელია დიდი რაოდენობის ინფორმაციის მოპოვება.  კითხვაზე “როგორ ფიქრობთ მნიშვნელოვანია თუ არა ყოველდღიური საშინაო დავალებები მოსწავლეებისთვის” გამოიკვეთა შემდეგი ტენდენცია. 14 მოსწავლიდან 8 მოსწავლემ განაცხადა, რომ ყოველდღიური დავალებები არ იყო მნიშვნელოვანი, კვირაში ერთხელ ან ორჯერ საკმარისი იქნებოდა. მაგრამ, როცა დავსვი კითხვა წერითი საშინაო დავალებების შესრულების აუცილებლობის შესახებ ინგლისურ ენაში, 14 მოსწავლიდან დაახლოებით 11 მოსწავლემ თქვა, რომ არ იყო აუცილებელი. მიზეზი თუ რატომ არ იყო აუცილებელი, იყო შემდეგი:
v არ რჩებოდათ დრო მის შესასრულებლად, რადგან სხვა კლასგარეშე აქტივობებზეც დადიოდნე;
v სხვა დავალებებიც ჰქონდათ შესასრულებელი სხვა საგნებში;
v ზოგმა თქვა, რომ ეზარებოდათ, რადგან ბევრი იყო საწერი;
v ზოგს არ უყვარდა წერა და გამოთქვეს სურვილი, ზეპირად შეესრულებინათ კლასში.


 როგორი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები არ ასრულებენ წერით            დავალებებს ?

  დაკვირვებამ მიჩვენა, რომ წერით დავალებებს სისტემატურად არ ასრულებენ, როგორც დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები, ასევე საშუალო და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები.

რამდენად შეესაბამება ჩემს მიერ მიცემული დავალებები მათ შესაძლებლობებს.

ამის დასადგენად და კვლევის საანდოობის გაზრდის მიზნით, მონაცემთა შეგროვების მეთოდად გამოვიყენე კითხვარი, სადაც მოსწავლეებს მიეცათ საშუალება კიდევ უფრო კონკრეტული პასუხები გაეცათ ამ პრობლემასთან დაკავშირებით. კითხვარი იყო ანონიმური და შევსების დროს მათ უპასუხეს შემდეგ კითხვებს:

v  თვლით თუ არა, რომ წერითი საშინაო დავალება მნიშვნელოვანია?
                   კი            არა
v  რა სიხშირით გეძლევად წერითი დავალებები?
არასოდეს          ზოგჯერ          ყოველთვის

v  ყოველთვის ასრულებთ თუ არა წერით დავალებებს?
არა         ხანდხან       კი

v  თუ არ ასრულებთ, რატომ არ ასრულებთ?

1) მეზარება
2) არ მაქვს დრო
3) არ ვთვლი აუცილებლად მასზედ დროის დახარჯვას, რადგან ისედაც გასაგებია.
4) და სხვა.

მონაცემთა ანალიზი

მონაცემთა ანალიზის შემდეგ გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები. გამოკითხულ 14 მოსწავლიდან პირველ კითხვაზე 8 მოსწავლემ უპასუხა “არა”, მე-2 კითხვაზე 14 მოსწავლიდან 14 -ვემ უპასუხა “ყოველთვის”.
მე-3 შეკითხვაზე 10 მოსწავლემ უპასუხა “ არა”, ხოლო კითხვაზე თუ რატომ არ ასრულებთ დავალებებს 10 მოსწავლიდან უმრავლესობამ შემოხაზა “ არ მაქვს დრო” და მე-4-ში “ და სხვა” მიზეზად დაასახელა დავალების დიდი რაოდენობა.

კვლევის მიგნებები

მონაცემთა ანალიზის შემდეგ გამოიკვეთა მნიშვნელოვანი მიგნება:
l  მოსწავლეებს არ რჩებოდათ დრო წერითი სამუშაოების შესასრულებლად, რადგან ზეპირი დავალებებიც ჰქონდათ შესასრულებელი.
l  მოსწავლეები თვლიდნენ, რომ სავარჯიშოების რაოდენობა იყო საგრძნობლად ბევრი და ეზარებოდათ წერა.

შესაძლო ინტერვენციები

  კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციის და მონაცემების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე ინტერვენციის შემდეგი ვარიანტი:
l  ერთი კვირის განმავლობაში საერთოდ შევწყვიტე წერითი დავალებების
შესრულება კლასში და მთელი დრო ზეპირმეტყველებას დავუთმე. ამით მინდოდა მენახა რა მოყვებოდა ამას შედეგად, იმოქმედებდა თუ არა ეს მათ შედეგებზე.  ზუსტად ამ პერიოდს დაემთხვა შემაჯამებელი სამუშაოს დაწერის დრო, რომლის შედეგიც იყო გაცილებით დაბალი, ვიდრე ადრე.  მოსწავლეებმა გაანალიზეს შედეგები და დაასკვნეს, მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად იცოდენენ მასალა, აკლდათ პრაქტიკა მისი სათანადოდ შესრულებისთვის. არ ჰქონდათ თავიანთი ცოდნა განმტკიცებული, რაშიც მანამდე კლასში წერით სავარჯიშოებზე მუშაობა ეხმარებოდათ. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ საჭირო და სასარგებლო იყო წერითი დავალებების შეარულება.
გადავწყვიტე გამეთვალისწინებინა მათი საჭიროებები და შესაძლებლობები და ინტერვენციის შემდეგი ვარიანტი შევთავაზე:
l  შევწყვიტე ზეპირი და წერითი დავალებების ერთად მიცემა. შუა კვირაში ვაძლევდი მარტო ზეპირ დავალებებს;
l  წერით დავალებებს ვაძლევდი კვირის ბოლოსთვის, რომ მეტი დრო ჰქონოდათ მათ შესასრულებლად.


ინტერვენციის შეფასება და შედეგები

 ამის შემდეგ  დავაკვირდი დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ ჩემს მიერ პრობლემის მოგვარებისთვის შერჩეულმა გზამ გამოასწორა სიტუააცია. პირველივე კვირაში იმ 10 მოსწავლიდან ნახევარმა, რომლებიც სისტემატურად არ ასრულებდნენ წერით დავალებებს, დაიწყეს  შესრულება, რომლებსაც მომდევნო კვირაში დანარჩენი ნახევარიც შეუერთდა.
შედეგებიდან გამომდინარე გავესაუბრე მოსწავლეებს, ჩემს მიერ განხორციელებულ სტრატეგიებთან დაკავშირებით. მათ ერთხმად მოიწონეს ის, რომ ისეთი დიდი რაოდენობის დავალებას აღარ ვაძლევდი, როგორც ადრე, კერძოდ ის რომ წერითი და ზეპირი დავალებები ერთად აღარ ჰქონდათ შესასრულებელი და მეტი თავისუფალი დრო რჩებოდათ, ხოლო მათ ვინც არ ასრულებდა ადრე დროის უკმარისობის და სიზარმაცის გამო ახლა  აღარ უწევდათ გაკვეთილზე დავალების გარეშე მოსვლა.


დასკვნა

ჩემს მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე, რომელიც მოიცავდა პრობლემის შესწავლას და ცვლილებების დაგეგმვა-განხორციელებას, შემიძლია დავასკვნა, რომ 10 კლასში არსებული პრობლემის გამომწვევი მიზეზი იყო, ჩემს მიერ მოსწავლეთა შესაძლებლობების (დროის ნაკლებობის, დავალებების დიდი რაოდენობის) გაუთვალისწინებლობა.
აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად გადავდგი გარკვეული ნაბიჯები, რომლების შედეგიანი აღმოჩნდა. კერძოდ:
l  თითქმის ყველა მოსწავლემ დაიწყო წერითი დავალებების სახლში შესრულება სისტემატურად;
l  გაკვეთილზე აღარ ვხარჯავდით დროს საშინაო დავალებებზე და მეტი დრო გვრჩებოდა ისეთი აქტივობების განხორციელებისთვის, რომლებიც ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიც არის საუბრის უნარი. ამ უნარის განვითარებისთვის აუცილებელია კლასში მუშაობა, რადგან მათთვის ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ისაუბრებენ ინგლისურად და განივითარებენ ამ უნარს.

რეფლექსია

რა მომცა ამ კვლევამ
ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მოსწავლეები საკმაოდ მოტივირებულები არიან შეასრულონ წერითი დავალებები, როცა იგი მათი შესაძლებლობების შესაბამისია. ისინი ისე გონივრულად უნდა იყოს შერჩეული, რომ მოსწავლეებს დარჩეთ საკმარისი თავისუფალი დრო თანატოლებთან და მშობლებთან ურთიერთობისთვის.
ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანა ის, რომ ჩვენს შორის განსაკუთრებლი თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. რადგან მათ დაინახეს, რომ ჩემი თვითმიზანი არ იყო მათთვის დაბალი ნიშნების დაწერა, არამედ მათი სწავლის ხარისხი.
ამ საკითხთან დაკავშირებით გავეცანი სხვადასხვა ლიტერატურას და შევიტყვე, რომ ზოგიერთ ქვეყანაში საშინაო დავალებას, იმ მოსწავლეებს აძლევენ, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ. ამერიკის საგანმანათლებლო ასოციაციის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მოსწავლე I კლასში მეცადინეობას უნდა უთმობდეს 10 წთ; II კლასში - 20 წთ; III-IV კლასში - 30 წთ; V-VI -1 სთ.;VII კლასში და ზემოთ - 2 სთ.
ინგლისში ეროვნული სასწავლო გეეგმით არის განსაზღვრული საშინაო დავალებისთვის რეკომენდირებული საათები. უელსში თვლიან, რომ საშინაო დავალების მოცულობა ეროვნული პოლიტიკით კი არ უნდა იყოს რეგულირებული, არამედ უნდა შემუშავდეს თითოეული სკოლის მიერ. საფრანგეთში ახალი საგანმანალებლო სტრატეგიის მიხედვით, იგეგმება 5 დღიან სწავლებაზე გადასვლა და საშინაო დავალების გაუქმება. ამგადაწყვეტილების მიზეზად ხელისუფლება მოსწავლეების უთანასწორო მდგომარეობას ასახელებს.ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, დავალებებს მოსწავლეები სკოლაში, აკადემიური საათების  დასრულების შემდეგ შეასრულებენ.


ბიბლიოგრაფია
ACTION RESEARCH AND CLASSROOM RESEARCH BY TEACHERS  Lawrence Stenhouse,
A Teacher’s Guide to Classroom Research David Hopkins
http://www.axaliganatleba.ge/




 ს ა რ ჩ ე ვ ი
1. შესავალი
2. საკვლევი თემა
3. პრობლემის იდენტიფიცირება
4. საკვლევი საკითხი
5. კვლევის მიზანი
6. საკვლევი კითხვები
7. კვლევის ანალიზი
8. კვლევის მიგნებები
9. შესაძლო ინტერვენციები
10. ინტერვენციის შეფასება და შედეგები
11. დასკვნა
12. რეფლექსია
13. ბიბლიოგრაფია






Saturday, November 16, 2013

დღე 8


  • ვისწავლე ბლოგზე გვერდების დამატება
  • პორტფოლიო შევავსე დამატებითი ინფორმაციით
  • გავიხსენეთ ატვირთვის ეტაპები და ავტვირთეთ ბლოკზე
  • ვისწავლე ტექსტზე ბმულის გაკეთება

Sunday, November 10, 2013

დღე 7


  • წავიკითხეთ გარდნერის პრეზენტაცია
  • შევარჩიე დავალებები სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეებისათვის
  • შევქმენი მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონი
  • გავეცანი ფასილიტაციას

Friday, November 8, 2013

დღე 6


  • გავეცანი მოდულ 5
  • შევქმენი მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა
  • შევაფასე კოლეგების ნაშრომები
  • ვისწავლე კომენტარის გაკეთება წორდის დოკუმენტში


Sunday, November 3, 2013

დღე 5


  • გავეცანი მოდულ  3.
  • გავეცანი საავტორო უფლებებს.
  • ვისწავლე ვიდეოს გადმოტანა ბლოგზე.
  • ვისწავლე ბიბლიოგრაფიის შექმნა
  • შევქმენი მოსწავლის სამაგალითო პრეზენტაცია